გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებული ციხის 2 მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალი სამსახურებრივი საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებისთვის ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელად 3 წლამდე პატიმრობა, შიდა პატიმრობა, ან ჯარიმის გადახდა მოუწევთ.პენიტენციალური სამსახურის ორ თანამშრომელს ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის გამო წარედგინა. ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც ახდენდნენ გიორგი რურუას ტრანსპორტირებას მისი საკნიდან ადვოკატთან შეხვედრაზე, რა დროსაც მოხდა მასზე თავდასხმა.