ქუჩაში დამონტაჟებლი სათვალთვალო ვიდეო კამერების მოვლა-შენახვისთვის ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტში 72-ათასი ლარია გათვალისწინებული.
ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ შსს-თან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 100-მდე სათვალთვალო კამერის მოვლა-შენახვის საშუალება ეძლევათ, მანამდე ეს ფუნქცია სამინისტროს პრეროგატივა იყო.
ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება.