აჭარაში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 დეკემბერი 2020, 11:08 1055 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 824 პაციენტი, მძიმეა 148-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 51 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით კლინიკურ სასტუმროებშია მოთავსებული 1 183 პირი, ხოლო საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 179.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში