კოვიდ-ბიუჯეტი - რა ჯდება ეპიდემიასთან ბრძოლა

14 დეკემბერი 2020, 20:00 1415 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტში ახალი მიმართულება გაჩნდა. წელს ე.წ. კოვიდბიუჯეტი 239 მილიონი ლარია, მაშინ როდესაც 2021 წლისთვის უკვე 400 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.

წელს სახსრები ასე გადანაწილდა;  ტესტები და სამედიცინო მომსახურება 107 მილიონი, კოვიდ სასტუმროები და ბინაზე მართვა 74 მილიონი, სახარჯი მასალა 37 მილიონი და ვაქცინაში წინასწარ გადახდილი თანხა 18 მილიონი ლარი, როგორც ეკრანებზე ხედავთ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელით საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია 4375 შემთხვევით და მხოლოდ აშშ-სა და სომხეთს ჩამორჩება.

რაც შეეხება საწოლფონდს 90%-ზე მეტი ამჟამად დაკავებულია და ძალიან ცოტაა თავისუფალი, თუმცა თუ ავიღებთ ჯანდაცვის უწყების მიზანს ჰოსპიტალიზაციის 15% მდე შემცირებაზე,მაშინ თუ ეს მოხერხდა, საწოლების 40% გამოთავისუფლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი