დაკავებული ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

13 დეკემბერი 2020, 12:40 1364 ნახვა

,,ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ  იარაღი მანქანაში  ჩაუდეს“ -აცხადებს ადვოკატი.  ,,საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ძმა გუშინ დააკავეს და მას ბრალს  ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.  იგი  ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

უფლებადამცველი  ჟურნალისტებთან ყვება, რომ  ავტომობილი რომელშიც ცეცხლსასროლი  იარაღისთვის  განკუთვნილი   ვაზნები,  ხელყუმბარები და საძილე ტომარა ნახეს,   ორი დღე   სამსახურთან იდგა  საბარგული კი არ იკეტებოდა, ამიტომ დაკავებული  ირწმუნება, რომ ნივთები   ჩაუდეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი