ქედის მერიამ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ვიდეორგოლების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
ვიდეორგოლების კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თექვსმეტდღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებაა.