ხულოს მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 13 მლ 8 200 ლარით განისაზღვრა, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე განაწილდება. მომავალ წელს ერთი მილიონით გაიზრდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხა და მთლიანობაში ოთხ მილიონს გადააჭარბებს. სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 90 ათასი ლარით. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თვითმმართველობამ ასევე გაითვალისწინა სოციალური პროექტებიც. ხულოს ბიუჯეტი ონლაინ რეჟიმში განიხილეს.