ჯანდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ექიმების ინფიცირების არსებული მაჩვენებელი საგანგაშო არაა და საქართველოს ექიმების გარეშე დარჩენა არ ემუქრება.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნიშნავს, რომ გუშინდელთან შედარებით შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში საგრძნობლად იკლო, 7 დეკემბრის მონაცემებით შემცირებულია კოვიდ შემთხვევების რაოდენობა აჭარაშიც.