სასურველია წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ - ამირან გამყრელიძე

07 დეკემბერი 2020, 12:48 1157 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სასურველია საეკლესიო მსახურების დროს ადამიანთა დიდი ნაწილი გარეთ იყოს და გახმოვანების საშუალებით უსმინოს წირვას. 

ამირან გამყრელიძე მრევლსა და სასულიერო პირებს მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები. 

​'' საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების იგივე წევრი, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაცია, რომ ეკლესიაში და მის გარეთ ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელია. 

ეკლესიაში, შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია - ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით დეკემბერი და იანვარი, ეს თვეები იქნება შედარებით მძიმე, იმიტომ რომ ერთმანეთს ედება  ყველანაირი რესპირაციული ინფექცია, ეს იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა. მეტი რისკი არის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშავება და პირბადე, ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა. 

ვთხოვ, ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით და  სასურველია,  წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით და არა  შიგნით'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში