ქედის 2021 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ხვალ გაიმართება

06 დეკემბერი 2020, 12:25 1558 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 411 700 ლარს შეადგენს. რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს 1 მილიონი ლარით აღემატება. აქედან აჭარის მთავრობის ტრანსფერი 3 მილიონ 600 ათასი ლარია. მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულომ კომისიებში განიხილა და შენიშვნების სახით მერიას გადაუგზავნა. ხვალ საჯარო განხილვაა დაგეგმილი.

თვის ბოლოსთვის კი პროექტს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ. ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტებს შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში