დღეს სტამბოლიდან ჩინეთის მიმართულებით თურქული პროდუქციით დატვირთული პირველი მატარებელი გაემგზავრება. იგი 12 დღის განმავლობაში 8 ათას 600 კილომეტრს გაივლის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მატარებელი გაივლის სატრანსპორტო მარშრუტს სარკინიგზო გზით ბაქო-თბილისი-ყარსი.
თურქეთი ამ მარშრუტით პირველად ისარგებლებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანკარა რეგიონში თავისი ცენტრალური მდგომარეობის გათვალისწინებით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების გამყარებას განაგრძობს.