დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბულატორიული დაწესებულებების თანამშრომლებს მოუწოდებს შაბათ-კვირასაც იმორიგეონ, რომ ადამიანებმა ტესტირების ჩატარება შეძლონ.
"მოვუწოდებთ ყველა რეგიონში ამბულატორიული დაწესებულებების თანამშრომლებს, ჩემს კოლეგებს, რომ შაბათ-კვირასაც იყვნენ მორიგეები, რომ ადამიანებს შაბათ-კვირასაც შეეძლოთ ტესტირება და იმედია, რომ ჩემი კოლეგები, სამედიცინო მუშაკები ამას გამოეხმაურებიან და მათი ხელმძღვანელებისგან იქნება კონსესუსი, რომ ამ 2 თვის განმავლობაში ისინი იმუშავებენ, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.