მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
აღნიშნული გადავადებით, უკვე 652-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება.