ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, კობალიძის ქუჩაზე მაგისტრალური წყალარინების კოლექტორის მოწყობა სრულდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის აღდგენა და ასფალტის დაგების სამუშაოები.