ბათუმში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 57 წლის ქალი ბაუ-ში მკურნალობდა. იგი მოქმედი ექიმი იყო, ბოლო წლების განმავლობაში ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ევექსის კლინიკაშიც მუშაობდა.
პაციენტი კლინიკაში ერთი თვის წინ შეიყვანეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
აჭარის მაუწყებელი დეტალებს აზუსტებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში, COVID-19-ით 4 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.