მოქალაქეები, კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ - სემეკი 

24 ნოემბერი 2020, 16:25 3601 ნახვა

სემეკმა ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა, გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს. 

15 დეკემბრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში.

სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ელექტრონული ქვითრების მისაღებად კომპანიებს მიაწოდონ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები ცხელი ხაზის ან USSD კოდის - *303#-ის საშუალებით.

''ელექტრონული ქვითარი მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ბმულს, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ხელმისაწვდომია 3 (სამი) წლის განმავლობაში. მისი გადმოწერა მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერ დროს, PDF ან/და JPG ფორმატში.

ბეჭდური ქვითრისგან განსხვავებით ელექტრონული ქვითრის არ მიღების ან წაშლის შემთხვევაში, *303#-სერვისის მეშვეობით შესაძლებელია, როგორც აღნიშნული ქვითრის ხელმეორედ გამოთხოვა, ისე ბალანსის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მიღება'' - წერია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი