აჭარაში covid-19 კიდევ 576 ადამიანს დაუდასტურდა 

24 ნოემბერი 2020, 11:10 1737 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 576 აჭარაში დაფიქსირდა. აჭარაში, გარდაიცვალა 10 პაციენტი. მათი ასაკი 46-დან 75 წალამდე მერყეობს. რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა კიდევ 390 ადამიანმა. 

ამ ეტაპზე 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 1 036, აქედან  მძიმე პაციენტია 154. რეგიონის კლინიკებში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 108 პაციენტი.

ქვეყანაში 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში, 2 013 კი აჭარაში. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის აჭარაში 1 077. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია გარდაცვლილებთან დაკავშირებით:

1. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 79 წლის ქალი. ჰოსპიტალიზაცია - 19.11.2020. გარდაცვალება: 23.11.2020.

დიაგნოზო/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტ. ჰიპერტენზია.

2. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 46 წლის ქალი. ჰოსპიტალიზაცია - 14.11.2020. გარდაცვალება: 23.11.2020 დიაგნოზო/ანამნეზი: კოვიდ 19, პნემონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, რესპ. დისტრეს სინდრომი, ესენციური პირველადი ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

3. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 63 წლის კაცი ჰოსპიტალიზაცია - 18.11.2020. გარდაცვალება: 23.11.2020 დიაგნოზო/ანამნეზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

4. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი - 66 წლის კაცი ჰოსპიტალიზაცია - 16.11.2020. გარდაცვალება: 23.11.2020 დიაგნოზო/ანამნეზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, ფქოდი, ჰიპერტონული დაავადება.

5. მედინა - 86 წლის კაცი ჰოსპიტალიზაცია - 15.11.2020. გადაცვალება: 23.11.2020 დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, პოლიორგანული უკმარისობა, რესპ. დისტეს სინდრომი, გულ-ფილტვის უკმარისობა.

6. რესპუბლიკური - 77 წლის კაცი ჰოსპიტალიზაცია - 14.11.2020. გადაცვალება: 23.11.2020 დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, პინსულინდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტ. ჰიპერტენზია.

7. რესპუბლიკური - 60 წლის კაცი ჰოსპიტალიზაცია - 15.11.2020. გადაცვალება: 23.11.2020 დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, დისტრეს სინდრომი, წინაგულის ფიბრილაცია და თრთოლვა.

8. რესპუბლიკური - 70 წლის კაცი ჰოსპიტალიზაცია - 30.11.2020. გადაცვალება: 23.11.2020 დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

9. ბაუ- 75 წლის კაცი ჰოსპიტალიზაცია - 9.11.2020. გარდაცვალება: 23.11.2020 დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, არტ. ჰიპერტენზია.

10. რესპუბლიკური - 55 წლის კაცი ჰოსპიტალიზაცია 20:11:2020. გარდაცვალება: 24:11:2020 დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლოეეზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტ. ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი