უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორ მაჟორიტარულ ოლქში 300-ვე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.
უსკო-ს პრესპიკერის განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის ოლქში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ბათუმში.
''20 საათის მდგომარეობით, 28-ე ბათუმის ოლქში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა არის 147 211, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 24,95%.
30-ე ოლქში კი სადაც ამომრჩევლის რაოდენობა არის 96 681, მონაწილეობა 37 981 ამომრცეველმა, რაც 39,28%-ია.
ჯამში მოვიდა 73 833 ამომრჩეველი და ეს არის 30,27%'' - განაცხადეს უსკოში.