ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 12 საათის მონაცემებით არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო ამომრჩეველთა ოდენობის 8,29 პროცენტია.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში, 11,4%. ყველაზე დაბალი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში 6,2 პროცენტი, ჯამში 8321 ამომრჩეველი.
ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა შეუფერხებლად გადაადგილდნენ და დააფიქსირონ არჩევანი.
ასევე განაცხადეს, რომ გუდაურის ერთ უბანზე, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა, ხმის მიცემა უკვე მიმდინარეობს. უბანზე 205 ამომრჩეველია რეგისტრირებული.