პირველი მატჩი ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე

21 ნოემბერი 2020, 12:50 1388 ნახვა

დღეს ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე პირველი მატჩი გაიმართება. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის დინამო ეროვნული ლიგის 16 ტურში ახალ საშინაო არენაზე გორის დილას დაუპირისპირდება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად, თამაშს მაყურებლები ვერ დაესწრება.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო. არენა უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტს შეესაბამება და 20 000 მაყურებელს იტევს.

ბათუმის დინამოს 13 შეხვედრაში 26 ქულა აქვს და 5 ქულით ლიდერ თბილისის ,, დინამოს" ჩამორჩებიან, თუმცა ბათუმის "დინამოს " 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბათუმის დინამოსა და გორის დილას დაპირისპირება 18:00 -ზე დაიწყება, რის გამოც მთავარი საინფორმაციო გამოშვება 17:00 -ზე გადმოინაცვლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი