გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.
რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 959 პაციენტი. მძიმეა 149, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47 პირი.
აჭარაში კოვიდ სასტუმროშია მოთავსებული 1 672 პირი, საკარანტინო სივრცეშია 1 022, თვითიზოლაციაში იმყოფება 19 161 ადამიანი.