ოპოზიციის შეხვედრა

17 ნოემბერი 2020, 18:25 782 ნახვა

თბილისში, "ლელოს" ოფისში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღესაც შეიკრიბა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მაიკ პომპეოს ვიზიტი და ამ მოვლენასთან დაკავშირებული აქციაა, რომელსაც ოპოზიცია ხვალ გამართავს. 11 საათიდან დაიწყება მდუმარე აქცია, აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ დისტანციის დაცვით. მთავარი გზავნილები კი შეეხება იმას, რომ ოპოზიციის პოზიცია არ იცვლება და მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია. ასევე ხაზს გაუსვამენ ორი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი