საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

15 ნოემბერი 2020, 23:02 1293 ნახვა

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" სომხეთის ნაკრები მიიღო და 1-2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის საწყის წუთებში "ჯვაროსნები" აქტიურები იყვნენ, თუმცა რეალიზებას ვერ ახერხებდენ. 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეცდომის შემდეგ გევროქ გაზარიანმა გოლი გაიტანა და სომხეთი დააწინაურა.

რამდენიმე წუთში, სომხებს კიდევ ჰქონდათ ეპიზოდი, თუმცა აშკარა გოლისგან მაკარიძის კარი ძელმა იხსნა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ქართველები გააქტიურდნენ.

65-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეპიზოდის გოლამდე რეალიზება ვერ მოახერხა.

86-ე წუთზე გამარჯვების გოლი სარქის ადამიანმა გაიტანა და სომხეთის ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა. ამ წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში დაწინაურების ყოველგვარი შანსი დაკარგა.

5 ტურის შემდეგ, ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია ლიდერობს, რომელსაც 9 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე 8 ქულით სომხეთია, 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა საქართველოს ნაკრები, ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილს ესტონეთი იკავებს.

ბოლო ტურში 18 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ უმოტივაციო ესტონეთს უმასპინძლებს. რაც შეეხება სომხეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას, ისინი B დივიზიონის და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეიოფის საგზურისთვის იბრძოლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი