საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან საფინალო შეხვედრაში დამარცხდა

13 ნოემბერი 2020, 14:50 1554 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის გამო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა. 

იმის მიუხედავად, რომ ერთადერთი გოლი 56  წუთზე გავიდა, ქომაგები სტადიონის გარეთ გუნდს ბოლომდე გულშემატკივრობდნენ,  რაც ნაწილს 2000 ლარი დაუჯდა.

კოვიდ პანდემიის გამო თამაშს მხოლოდ თბილისის მერი და ქართული ოცნების რამდენიმე წევრი დაესწრო. დასანანი მარცხის გამო საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ  მომდევნო ორი მატჩის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში