როგორ უყურებენ საოჯახო სასტუმროებისა და ივენთ კომპანიების მფლობელები მთავრობის ინიციატივას და რამდენად აქვთ იმედი, რომ ხელისუფლების ეს გეგმა გაამართლებს? ჩვენს რესპოდენტებს განსაკუთრებული პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. უფრო მეტიც, შიშობენ, რომ შესაძლოა შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში პროცენტები პირიქით გაეზარდოთ. ამბობენ, რომ ბიზნესი თვეებია დაპაუზებულია.