ხელვაჩაურის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს

23 დეკემბერი 2020, 11:45 1392 ნახვა

2021 წლის  ხელვაჩაურის მუნიციპალური ბიუჯეტი 20 მილიონ 418 ათას 009 ლარი იქნება.  დოკუმენტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ. ახალ ბიუჯეტში თანხები გაზრდილია სოციალური მიმართულებით. კერძოდ,  დაემატა ახალი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 520 000 ლარი იქნება. ამ თანხით  მოწყვლადი  ჯგუფების ბენეფიციარებს მედიკამენტებს შეუძენენ. პროგრამით ჯამში   2 600 ადამიანი ისარგებლებს. დღესვე საკრებულოს სხდომაზე მეორე საკითხად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნადიმ ვარშანიძისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას განიხილავენ. ცნობისთვის, ნადიმ ვარშანიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. მანამდე ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. დღეს დეპუტატები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში