ხელვაჩაურის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

23 დეკემბერი 2020, 14:55 1377 ნახვა

20 მილიონ 418  009 ლარი ხელვაჩაურის მუნიცეპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. სხდომა დღეს გაიმართა და მას უმრავლესობის წევრები და პატრიოტთა ალიანსის წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ.   სხდომას არ დასწრებია ნაციონალური მოძრაობა. ისინი   ბოიკოტს აგრძელებენ. თუმცა შენიშვნები აქვთ.  ახალ ბიუჯეტში თანხები სოციალური მიმართულებით გაზრდილია. კერძოდ,  დაემატა ახალი პროგრამა , რომლის ბიუჯეტი 520 000 ლარია.  ამ თანხით  მოწყვლადი  ჯგუფების ბენეფიციარებს  მედიკამენტებისთვის 200 ლარიან  ვაუჩერებს  გადასცემენ.  3 მილიონი ლარია გამოყოფილი 1 ოქტომბრის სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოთ. პროგრამით ჯამში 2 600 ადამიანი ისარგებლებს.  დეპუტატებმა    უფლებამოსილება შეუწყვიტეს ნადიმ ვარშანიძეს, რომელიც 31 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. იგი ხელვაჩაურის  საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მინდია დიასამიძემ ჩაანაცვლა, რომელიც აქამდე ხელვაჩაურის საკრებულოში  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში