ხელვაჩაურის ბიუჯეტი 581 514 ლარით გაიზარდა

28 იანვარი 2021, 14:46 1558 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ხარჯებში ცვლილება შეიტანა. ფინანსური აქტივების გამო ბიუჯეტი 581 514 ლარით გაიზარდა. გათვალისწინებულია სოფელ წინსვლაში ჭაბურღილის მოწყობა, სამებაში ჭაბურღილისა და მაგისტრალის, სოფლის ცენტრებში კი სკვერების მოწყობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით გასულ წელს დაწყებული სასმელი წყლის მიწოდების პროექტები წელსაც გაგრძელდება. დღესვე სხდომაზე ადგილ მონაცვლეობის საკითხი განიხილეს,  ნადიმ ვარშანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის შემდეგ ილია სირაბიძემ ჩაანაცვლა საკრებულოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში