პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში - დავით ბაქრაძე

12 ნოემბერი 2020, 18:42 934 ნახვა

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია იყო უცვლელი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია იყო უცვლელი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში, პროცესი გაგრძელდება. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რამე გადაწყდება, ეს არის უმძიმესი თემა, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის ის, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა, ოღონდ, ბუნებრივია, ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, ვერ შედგება კომპრომისი იმის ხარჯზე, მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში