საქართველო თუ მაკედონია

11 ნოემბერი 2020, 20:01 1736 ნახვა

ხვალ, თბილისის დროით 21:00 -ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ გუნდის 29 კაციან შემადგენლობას დღეს 2 წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია გამოაკლდა, მათ კორონავირუსი განმეორებითი ტესტის ჩატარების დროს გამოუვლინდათ.  პანდემიის გამო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში