აპირებენ აქციით დახვდნენ, რას გააპროტესტებენ პომპეოს წინააღმდეგ მაშინ ესეც დააკონკრეტონ - კუჭავა ოპოზიციაზე

11 ნოემბერი 2020, 15:15 781 ნახვა

ოპოზიცია აპირებს მაიკლ პომპეოს აქციით დახვდეს, მაშინ ისიც დააკონკრეტონ მის წინააღმდეგ რას აპროტესტებენ - ამის შესახებ ''ქართული ოცნების'' წევრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

''ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრი არადემოკრატიული და მიუღებელი ქმედებები ვანახეთ ჩვენ ამ ბოლო დღეებში. ეს მოწოდება ვიცი ბევრის მიერ არ იქნება გაზიარებული, თუმცა სააკაშვილის და მისი გუნდის სულისკვეთებას ძალიან კარგად აჩვენებს. იმის მაგივრად, რომ სტრატეგიულ პარტნიორს დახვდე ბოლომდე ისე როგორც ღირსია და ისე როგორც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის აკეთებდა, ამის მაგივრად აპირებენ  აქციით დახვდნენ, მაგრამ რას გააპროტესტებენ პომპეოს წინააღმდეგ მაშინ ესეც დააკონკრეტონ'' - ამბობს კახა კუჭავა.

''ქართული ოცნების'' წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არიან და ეს ოფიციალურადაც ბევრჯერ ითქვა. 

''​ჩვენ არასდროს არ დაგვიმალავს და გვითქვამს, რომ მოლაპარაკებები არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, როცა ერთმანეთს ვუზიარებთ პრეტენზიას და რომ დიალოგი ასევე არის გარკვეული გამოსავლის პოვნის საშუალება. ის, რომ ელჩებმა შეიძლება გააკეთონ კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს იმას, რომ დიალოგი იქნება კონსტრუქციულ რეჟიმში. ამის იმედი გვაქვს. ჩვენი მხრიდან მზაობა არის და  ეს ოფიციალურადაც განვაცხადეთ'' - განაცხადა კახა კუჭავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში