მსოფლიოში კორონავირუსით ​ინფიცირების მაჩვენებელმა 50 მილიონს გადააჭარბა

09 ნოემბერი 2020, 14:28 831 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ​ ინფიცირების მაჩვენებელმა 50 მილიონს გადააჭარბა. ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაში ფიქსირდება.  ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს  მილიონ  253 ათას 110 ადამიანი ემსხვერპლა, 32 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

საბერძნეთში, გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. დღეიდან დამატებითი შეზღუდვები წესდება პორტუგალიაში. ქვეყნის 121 მუნიციპალიტეტში ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში