ქობულეთის მერს კოვიდ 19 დაუდასტურდა. მირიან ქათამაძის თქმით, ის თვითიზოლაციაში იმყოფება, თვითიზოლაციაში არიან მასთან კონტაქტში მყოფი მერიის თანამშრომლებიც. ქობულეთის მერი აცხადებს, რომ მისთვის დაინფიცირების წყარო უცნობია, ამ ეტაპზე ვირუსი მსუბუქი გამოვლინებებით აქვს.