პოლიციამ გლდანში მომხდარ სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავა

05 ნოემბერი 2020, 13:04 1217 ნახვა

გლდანში მომხდარ სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა 2 პირი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან - ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის - 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ის და მისი მეგობრის - 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე- რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ზ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღები"-განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი