მტირალას ეროვნულმა პარკმა „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020-ის“ ტიტული მოიპოვა 

03 ნოემბერი 2020, 12:54 1149 ნახვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, 2020 წლის World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაში, მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული - „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა. 

უწყების ცნობით, ჯილდოს მისაღებად, მტირალას ეროვნულ პარკს კონკურენციას უწევდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის ეროვნული პარკი.

ხმის მიცემა, 24 სექტემბრამდე, ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.

მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, 2007 წელს შეიქმნა. საქართველოში, ის ყველაზე ნალექიანი ადგილია, და სწორედ ამიტომ ჰქვია მას „მტირალა“. პარკის ტერიტორია უნიკალური ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული.

World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი