ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა შუახევში ფიქსირდება - უსკო

31 ოქტომბერი 2020, 15:54 1495 ნახვა

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მათთან 17 საჩივარია შესული, რომლებიც ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ყველაზე მაღალი აქტივობით შუახევის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა.

"ამ დროისთვის აჭარის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 35,57% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 112 023 ამომრჩეველია. კერძოდ: ბათუმის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 47 466 ამომრჩეველმა, რაც 32, 22% შეადგენს. ქობულეთის ოლქში - 26 316 ამომრჩეველმა, რაც 37,86%-ია.

ხელვაჩაურის ოლქში 16 100 ამომრჩეველი, რაც 38, 05%-ია, ქედის ოლქი 6353 ამომრჩეველი, რაც 40,42%-ია. შუახევი - 6369 ამომრჩეველი, რაც 42,03%-ს შეადგენს და ხულოს ოლქში 8921 ამომრჩეველი, რაც 36,32%-ია"-აცხადებენ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.

მათივე განმარტებით საერთო მონაცემები რომ შევადაროთ 2016 წლის არჩევნებს, მაშინ 15:00 საათზე აქტივობა შეადგენდა 35,32%, რაც იყო 108 983 ამომრჩეველი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში