ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროვოკაციები ყველაზე მეტად 5 რეგიონშია მოსალოდნელი.
მისივე განმარტებით, ოპოზიციას მობილიზებული ჰყავს ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილია ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.
"პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია: ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.
პროვოკაციების ორგანიზების კუთხით დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებზე დევი ჭანკვეტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე.
ახლახან გახდა ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილია ხელკტებითა და ელექტროშოკებით. მათი ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოხელე და პოლიციელი და შესაბამისად მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოჟონილი ის სიებიც, რომლებიც დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან ორგანიზებულნი.
სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავთ და მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ და ვაფრთხილებთ ყველას დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.