1709 ახალი ინფიცირებული და 20 გარდაცვლილი - ეს კორონავირუსის 29 ოქტომბრის სტატისტიკაა. აჭარაში, გუშინდელთან შედარებით მონაცემები გაზრდილია. 511 მძიმე პაციენტს მკურნალობენ ექიმები ქვეყნის მასშტაბით, 128 ხელოვნურ სუნთქვაზეა, თუმცა დადებითი დინამიკაა გამოჯანმრთელების კუთხით. მხოლოდ აჭარაში 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა.