კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

28 ოქტომბერი 2020, 10:09 1077 ნახვა

გასული ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, ბოლო შვიდ დღეში „კოვიდ-19“-ით თითქმის 40 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე სწრაფი ამჟამად ევროპაშია. კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის თითქმის 44 მილიონი შემთხვევა, გარდაიცვალა მილიონ 166 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 30 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი