ჩაქვში მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა მოეწყობა

27 ოქტომბერი 2020, 18:56 1599 ნახვა

ჩაქვში 13 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ზონა მოეწყობა. პროექტის ფარგლებში იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებითა და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ცხოველთა  თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმის, სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობა. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დაგეგმილია ველობილიკების,  ინკლუზიური პარკისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, პროექტის საფასური მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი