ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში ავარია მოხდა

22 ოქტომბერი 2020, 17:06 18578 ნახვა

ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავარიის შედეგად დაშავდა ერთი პირი, იგი ამ წუთებში სასწრაფო-დამედიცინო დამხარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი და განახლებულ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში