როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? - ნიკა გვარამია

21 ოქტომბერი 2020, 19:10 1626 ნახვა

''მთავარი არხის'' გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ნიკა გვარამია მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებას ეხმაურება.

''საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე. როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ. არ უნდა ჩავრთოთ?რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯაროდ მკაფიო და ცალსახა პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას'' - დაწერა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ.

შს სამინისტრო მედიასაშუალებებს პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში იმოქმედებს. კახა საბანაძემ განაცხადა, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი