პანდემიის ფონზე, მგზავრების კონტროლი ტრანსპორტში გამკაცრებულია. მძღოლები კი ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო მგზავრთა ნაკადი შემცირდა. ამიტომ ავტობუსებში პირბადის გარეშე ამოსული მგზავრის მონიტორინგი ბევრად ადვილია. მუნიციპალურმა ინსპექციამ ტრანსპორტი 5 ათასჯერ შეამოწმა და გვყავს დაჯარიმებულებიც.