ირლანდიაში საკარანტინო ზომები კვლავ მკაცრდება

20 ოქტომბერი 2020, 11:50 1409 ნახვა

არგენტინა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც „კოვიდ-19“-ის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო  ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მილიონ 662 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამასთან, ბოლო 24 საათში არგენტინაში კორონავირუსის 12 ათას 982 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 451 ადამიანი გარდაიცვალა. ირლანდია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ხელახლა აწესებს. ახალი ზომების ფარგლებში არა აუცილებელი ბიზნეს ობიექტები დაიხურება, ბარებსა და რესტორნებს კი მხოლოდ გატანის სერვისით ამუშავებენ. ამის შესახებ განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა და მოსახლეობას  შინ დარჩენისკენ მოუწოდა. ახალი ზომები ხვალიდან ამოქმედდება და ძალაში 6 კვირის განმავლობაში დარჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი