ე.წ. „ ოცნების ქალაქში „ მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი-თორნიკე რიჟვაძის გამოხმაურება

19 ოქტომბერი 2020, 14:50 1392 ნახვა

„სანერვიულო არავის აქვს,  როგორც დავპირდით ყველას დავუკმაყოფილებთ საცხოვრისს“--ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკითხვას ოცნების ქალაქში მცხოვრებლების მოთხოვნებთან დაკავშირებით. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააკვირდეს პროექტის და მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას. გუშინ ოცნების ქალაქის მცხოვრებლების ნაწილმა მთავრობის სახლთან  აქცია გამართა მოთხოვნით, რომ ბინები ყველა კატეგორიის ოჯახს გადაეცეს. პარალელურად  მეორე აქცია მიმდინარეობდა ოცნების ქალაქში, სადაც  შეკრებილები აცხადებდნენ,  მშენებლობა არ შეჩერებულა და პროტესტის საჭიროებას ვერ ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი