კორონავირუსი მთელს ქვეყანაში მაღალ მონაცემებს აჩვენებს, დღეს 887 შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა 11 მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 246 პირი.
15 მცირეწლოვანია ინფიცირებული და 27 ფეხმძიმეა მოთავსებული ბათუმის სამშობიარო სახლში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საყურადღებოა ორი პაციენტის მდგომარეობა.
რაც შეეხება 41 სასტუმროში გარდაცვლილ 41 წლის ქალს, პირველადი შეფასებით მას თრომბოემბოლია უფიქსირდება, თუმცა საბოლოო პასუხი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.