დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.
მისივე განმარტებით, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 362 სიმპტომიანი პაციენტია. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ.
"სამწუხაროდ, იზრდება ჩემი კოლეგების დაინფიცირების მაჩვენებელი, როგორც პროფესიული, ისე საყოფაცხოვრებო, უფრო მეტია საყოფაცხოვრებო შემთხვევები, რადგან შიდა გავრცელება ინტენსიურია. თვითიზოლაციიდან 14 დადებითი გვყავდა, იუსტიცია, შსს-ს ხუთი, სამი სატვირთოს მძღოლი, ასევე სხვა რისკჯგუფები 70-მდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.