დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მამალაძის ოჯახმა ციხის ადმინისტრაციას მკურნალობის გაგრძელების მიზნით მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოსთხოვა, რაზეც თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, თანხმობა მიიღეს. ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულს ხვალ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანენ. გიორგი მამალაძე სასჯელს უკვე 3 წელია იხდის, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ოჯახი სათანადო მკურნალობას მეორე წელია ითხოვს.