NDI წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს. დოკუმენტი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარ ანალიზს ეყრდნობა. ბიულეტენში წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული. ყურადღება მახვილდება ცესკოს მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსზე.
აღნიშნულ კოდექსს ხელი 40 მდე პარტიამ მოაწერა, თუმცა სხვადასხვა მხარე ძალადობის და დაშინების ფაქტებზე მაინც საუბრობს. NDI-ის ბიულეტენში პოზიტიურადაა შეფასებული პარტიების მიერ საარჩევნო პროგრამების შემუშავება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება.