შიმშილობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით

07 ოქტომბერი 2020, 11:46 1905 ნახვა

7 ადამიანი შიმშილობს აჭარის მთავრობის სახლთან. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ გუშინ ღამით მიმართეს.  მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახურები დაკარგეს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, დახმარებას ითხოვენ. ისინი  საბანკო სესხების გადავადებას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და გაზრდას, ასევე სტუდენტებისთვის შეჩერებული სტატუსის აღდგენას და ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვრების გახსნას და პანდემიის გამო შეჩერებული სამუშაოების აღდგენას მოითხოვენ. ისინი ღია საჯარო შეხვედრას ითხოვენ მთავრობის თავმჯდომარესთან, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას კი, უშედეგოდ მიიჩნევენ და  არ თანხმდებიან. დღეს ისინი აქციის განახლებას 3 საათზე  გეგმავენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში